PBS -„განაგრძე განვითარება“

PBS შეიქმნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს. ფაქტობრივმა გარემოებებმა აუცილებელ მოთხოვნად აქცია სწრაფი ადაპტაცია. ცვლილებები, ოპტიმიზაცია და ახალი მიმართულებებით განვითარება გარდაუვალი გახდა. თითოეული ჩვენგანისთვის უწყვეტი განვითარების იდეა დღეს აქტუალურია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ  წარმატებებს.

ჩვენმა გუნდმა დეტალურად განიხილა, თუ რა სიახლე შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა განვითარებით  დაინტერესებული მხარეებისა და კომპანიებისთვის, კერძოდ, ჩვენი დაგროვილი კომპეტენციითა და ცოდნით, რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის.

სწორედ ასეთი ხედვითა და მისიით შეიქმნა PBS, შესაბამისად, ჩამოყალიბდა მამოძრავებელი იდეაც – „განაგრძე განვითარება“. ამის შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია, მომხმარებელს შევთავაზოთ შემდეგი მომსახურება:

  • სამშენებლო პროექტების მართვა/ზედამხედველობა
  • აქტივების მართვა

ჩვენი სერვისები ჩამოყალიბებულია აქტუალობის გათვალისწინებით და სრულად ეფუძნება მსოფლიოს მასშტაბით დაგროვილ საუკეთესო გამოცდილებასა და უახლეს სტანდარტებს.