აქტივების მართვა

პირველად საქართველოში აქტივების მართვის მიმართულებით მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება, რაც გულისხმობს ბიზნესის ეფექტიანობასა და განვითარებას. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოვლა-პატრონობის კომპონენტს.

საკითხი აქტუალურია როგორც სამრეწველო, ისე სამოქალაქო სექტორებში. საწარმოო ქარხნები, საცხოვრებელი კომპლექსები, ბიზნესცენტრები ან სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები უკვე აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო სისტემებით, მანქანა-დანადგარებით, ტექნოლოგიური ხაზებით, რომლებიც მართვასა და მუდმივ მოვლა-პატრონობას მოითხოვს.

მთელ მსოფლიოში აქტივების მართვა და მოვლა-პატრონობა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულატორია. ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება და გვაქვს თვალსაჩინო მაგალითები ფინანსური კუთხით აქტივების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით.