ჩვენ შესახებ

     

კომპანია

შპს ,,პროჯექთ ენდ ბილდინგ სერვისის” დაარსება ეფუძნება სურვილს, გაერთიანდეს საქართველოს სამშენებლო ბაზრის შესახებ ცოდნა და გამოცდილება, რაც ქმნის ცვლილებას მომხმარებლებისთვის.

PBS თავის კლიენტებს სთავაზობს პროფესიონალურ საკონსულტაციო, საინჟინრო და პროექტის მენეჯმენტის მომსახურებას, სხვა დამატებით სერვისებთან ერთად.

ჩვენი უნარებითა და ცოდნით, წარმოგიდგენთ გამორჩეულ მომსახურებას, რომელიც PBS-ის გუნდის ხედვას, მიდგომებსა და ღირებულებებს ეფუძნება. მართვისა და კონსულტაციის ჩვენეული მომსახურება მორგებულია თქვენი ბიზნესის მოთხოვნებზე.

ჩვენთვის გამოწვევაა გავრცელებული თუ შეუსაბამო მეთოდები და კლიენტებს ვთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მუდმივი უპირატესობის უზრუნველყოფით.

ჩვენ ვაერთიანებთ შესაბამის ადამიანებს, უახლოეს მეთოდებსა და საუკეთესო პრაქტიკას, რათა გამარტივდეს ორგანიზაციის შესაძლებლობები პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.

რატომ ირჩევთ PBS-ს

სამუშაოსადმი ერთგულება | გამოცდილება | კომპეტენტური გუნდი | მარტივი კომუნიკაცია | ხარჯეფექტიანობა

მისია, ხედვა და ღირებულებები

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა, ვიყოთ საყოველთაოდ აღიარებული, ლიდერი ორგანიზაცია და პროფესიონალური საკონსულტაციო სერვისების სფეროში მაღალხარისხიანი სამუშაოს შემსრულებელი გუნდი.

 

ჩვენი მისია

ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ გვსურს, მომხმარებლების მოლოდინებს გადავაჭარბოთ, რაც იმ მაღალი ხარისხის პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაში გამოიხატება, რომელიც მათი ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს.

 

ჩვენი ღირებულებები

გულწრფელობა, პირდაპირობა და პასუხისმგებლობა
პიროვნული და პროფესიული პატიოსნება
გახსნილობა და თანამშრომლობა
პრობლემების ინოვაციური და შემოქმედებითი გადაწყვეტა
უწყვეტი განვითარება
გლობალური გაფართოება