აქტივების მართვა

     

აქტივების მართვა

აქტივების მართვა არის აქტივების განვითარების, ექსპლუატაციის, ფუნქციონირების, შენახვის, შენარჩუნების, განახლებისა და რენტაბელურად განკარგვის სისტემატური პროცესი (ხარჯების, რისკების, ექსპლუატაციის მახასიათებლების ჩათვლით).

PBS–ი უზრუნველყოფს ნებისმიერი დონის მხარდაჭერას ISO 55001– ზე დაფუძნებული აქტივების მართვის სისტემის დანერგვასა და შემუშავებაში. გარდა ამისა, შესაძლებელია აქტივების მართვის შესაბამისი ჩარჩოების, დოკუმენტაციის, ტრენინგისა და განხორციელების თვალსაზრისით თქვენი კოპმანიის მხარდაჭერა.

 ISO 55001 სტანდარტი, როგორც აქტივების მართვის ორგანიზაციული სისტემა, საშუალებას აძლევს კომპანიებს აქტივების ეფექტური მართვის გზით მიაღწიონ ბიზნესის სამიზნე ამოცანებს.  სტანდარტი უზრუნველყოფს აქტივების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებულია აქტივების მაქსიმალურ გამოყენებასა და სარგებელზე.  სტანდარტი მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს იმ კომპანიებს, რომელებიც ფლობენ ან მართავენ დიდი რაოდენობის აქტივებს, აგრეთვე მცირე ფირმებს, რომელთა წარმატება და მიღწევები დამოკიდებულია აქტივების ეფექტურ გამოყენებაზე.

 

როგორ მუშაობს აქტივების მართვის პროცესი?

ობიექტების ტექნიკური უზრუნველყოფის პროგრამებისა და პროცესების შემუშავება, ასევე როგორც მათი პრაქტიკული განხორციელება, პირველი ნაბიჯია იმ სტრატეგიების შესაქმნელად, რომლებიც ხელს უწყობენ აქტივების საიმედოობას მათი გრძელვადიანი გამოყენებისათვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს თქვენი აქტივების მართვის მეთოდების პირველად შეფასებას, რათა შემდეგ შემოგთავაზოთ ზუსტი ანალიზი აქტივების მართვის სრულყოფისათვის. ეს კვლევა გვაძლევს საჭირო ინფორმაციას, რომ განვსაზღვროთ აქტივების მართვის რა ნაწილშია აუცილებელი სტრატეგიებისა და პროგრამების გაუმჯობესება.

ჩვენი გუნდი მომხმარებლებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ბიზნესის ზრდისათვის საჭირო მეთოდებს და სტრატეგიებს აქტივების ეფექტურობისტთვის. ტექნიკური მომსახურების ხერხებისა და პროგრამის შექმნით, ჩვენ გთავაზობთ კონცეპტუალურ ჩარჩოს აქტივების საიმედოობის უზრუნველსაყოფად. ტექნიკური მომსახურების პრაქტიკის დამკვიდრება კომპანიებს საშუალებას აძლევს სისტემატიურად გააკონტროლონ თავიანთი აქტივები.

გარდა ამისა, აქტივების ეფექტური მართვა შეუძლებელია კვალიფიციური პერსონალის გარეშე. PBS-ის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი კადრების პროფესიულ განვითარებას აქტივების ოპერირების, ტექნიკური მომსახურებისა და მართვის საკითხებში.

აქტივების ტექნიკური მომსახურება

ბიზნესი ყოველთვის კარგ ფორმაში უნდა იყოს და პასუხობდეს მომხმარებლების მთხოვნებსა და საჭიროებებს. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი აქტივების ყოველღიურ მართვაზე, რომ უზრუნველვყოთ თქვენი აქტივების ოპტიმალურად გამოყენება და სწორი მენეჯმენტი.

ჩვენი კომპანია იყენებს მეთოდოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს აქტივების პრევენციულ და პროგნოზირებად ტექნიკურ მომსახურებას.  ეს დაგეხმარებათ შეამციროთ გათიშვის დრო პოტენციური პრობლემების მოგვარებამდე.  შესაბამისად, გაძლევთ გარანტიას, რომ შეგვიძლია, ვმართოთ რისკები და ოპერაციების საერთო ხარჯი, მოვახდინოთ თქვენი აქტივის ექსპლუატაციის ვადის ოპტიმიზაცია.

PBS გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მართოთ აქტივების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოები, აგრეთვე, მართოთ ინვენტარი და ადამიანური რესურსები, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად აქტივებთან, მათ შორის, მოწყობილობებთან და ობიექტებთან.

როგორც კომპანია, ვუზრუნველყობთ, რომ ჩვენი ოპერაციები და ტექნიკური მომსახურების სერვისები გამოიყენებოდეს ყველა ტიპის  და სპეციფიკის პროექტებში, აქტივების სირთულის, ზომისა და ადგილმდებარეობის მიუხედავად.

 

როგორია აქტივების ტექნიკური მომსახურების მართვის პროცესი?

ჩვენ ვამოწმებთ და ვაფასებთ აქტივების ტექნიკური მომსახურების მართვის პროცესებს, ვეცნობით თქვენს საწარმოსა თუ თანამშრომლებს და ვითვალისწინებთ თქვენი კომპანიის მახასიათებლებსა და ისტორიას.

თქვენთან ერთად შევიმუშავებთ მრავალეტაპიან სტრატეგიას. ჩვენ შევაფასებთ და გამოვყოფთ შესაბამის პროცედურებსა და მიდგომებს ტექნიკური მომსახურების მართვის, აღრიცხვის სისტემის, შესყიდვებისა და საწყობის ოპტიმიზაციისათვის.

თქვენს გუნდთან ერთად სამუშაო ადგილზე მუშაობით, დაგეხმარებით ტექნიკურ და მენეჯერულ სექტორებში თქვენი სტრატეგიის განხორციელებაში, მოგცემთ პრაქტიკულ ინსტრუქციებს, რომლებიც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას. შესაბამისად, ტექნიკური მომსახურების მართვის სფეროში თქვენი კომპეტენცია გაიზრდება.

ჩვენ შევამცირებთ თქვენს ხარჯებს, გავზრდით ექსპლუატაციის ვადას და თავიდან აგაცილებთ არასაიმედო აქტივებიდან გამოწვეულ პრობლემებს. შეგიძლიათ, გაზომოთ თქვენი მიღწევები და შეადაროთ თქვენი კომპანიის წინა შედეგებს.

აქტივების მართვის კომპიუტერიზებული სისტემა (CMMS)

აქტივების მართვის კომპიუტერიზებული სისტემა (CMMS) არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციას ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, ამარტივებს  პროცესებს და ეფექტიანობის გასაზრდელად ახდენს დავალებების ავტომატიზაციას.  პროგრამა ახორციელებს მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების, ინფრასტრუქტურის, ობიექტებისა თუ ოპერაციების გამოყენების ხელმისაწვდომობას და ექსპლუატაციის ვადის ოპტიმიზაციას.

 

როგორ ფუნქციონირებს CMMS?

CMMS არის მონაცემთა ბაზა და ინფორმაცია, რომელიც ეხმარება მომხმარებელს სხვადასხვა ფუნქციის შესრულებაში. პროგრამა დაეხმარება ორგანიზაციებს რესურსების მართვისას, რათა უზრუნველყონ აქტივების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია. CMMS–პროგრამის გამოყენება დაეხმარება მომხმარებლებს მოახდინონ პროცესის ავტომატიზაცია, დაზოგონ დრო, შეამცირონ ადამიანური შეცდომები და გაზარდონ ეფექტიანობა.

 

რა უპირატესობა აქვს  CMMS-ის გამოყენებას? 

აქტივების ტექნიკური მომსახურების მართვის კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენება ეფექტიანობისა და ექსპლუატაციის ვადასთან დაკავშირებული ბევრი უპირატესობის წინაპირობაა. სისტემა სამუშაო გუნდს საშუალებას აძლევს, ტექნიკური მომსახურების პრაქტიკა და აქტივობები შეუსაბამოს სხვა დეპარტამენტებსა და ბიზნესის მიზნებს. თუ გაქვთ სისტემა, რომელიც დეპარტამენტებს შორის მონაცემების გაცვლას უზრუნველყოფს, თქვენი სამუშაოც უფრო ეფექტიანია.

პროგრამის ძირითადი უპირატესობაა:

  • ჯანმრთელობა და უსაფრთხო გარემო
  • სამუშაო პროცესის კონტროლი და შეკვეთების მართვა
  • მობილური სამუშაო ძალა
  • აქტივის ექსპლუატაციის ვადის კონტროლი
  • გზა დირექტიული ტექნიკური მომსახურებისაკენ
  • ნორმატიულ-სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა და შემოწმება

 

აქტივების ექსპლუატაციის ვადის კონტროლი

CMMS-სისტემა გვეხმარება, ვმართოთ და თვალი ვადევნოთ აქტივის ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციის ვადას, წინასამონტაჟო დაგეგმვის, საინჟინრო სამუშაოებისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის ჩათვლით. როდესაც იცით თქვენი აქტივების ამჟამინდელი მდგომარეობა, შეგიძლიათ, სამუშაო უკეთ დაგეგმოთ, წინასწარ განსაზღვროთ და განახორციელოთ.

PBS– ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დანერგოთ eMaint კომპიუტერული ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის (CMMS) პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს აქტივების ტექნიკური მომსახურების პროგრამაში. ახალი მომხმარებლის მომსახურების პროცესში, თქვენ იმუშავებთ პროდუქტის სპეციალისტთა გუნდთან ერთად,  რომლებიც დახმარებას გაგიწევენ და გაუძღვებიან თქვენი CMMS ტექნიკური მომსახურების მართვის კომპიუტერიზებული სისტემის დანერგვისა და განხორციელების ყველა ეტაპს.