სამშენებლო სერვისები

     

პროექტის მართვა

პროექტების ეფექტიანი მართვა და განხორციელება მრავალ ფაქტორს ეფუძნება, მათ შორის, მომხმარებლის მიზნების გაგებას, კონტრაქტორებთან კარგ კომუნიკაციასა და კონტრაქტების მენეჯმენტში გამოცდილებას.

პროექტის მართვის მომსახურება მოიცავს პროექტის მთელ სასიცოცხლო ციკლს, პროექტის იდეიდან დასრულებამდე, მათ შორის, დაგეგმვა, გრაფიკი, ხარჯების კონტროლი, დაპროექტება, მშენებლობა და პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანა.

ჩვენ გთავაზობთ პროექტის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, რომელიც მორგებულია თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს, რისთვისაც ვიყენებთ ჩვენს ფართო გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში ასევე, ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიას, რომლებიც ეფუძნება სამშენებლო სექტორში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.

ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში და უზრუნველვყოფთ მათი პროექტების უსაფრთხოებასა და ხარისხს.

მშენებლობის მართვა

PBS უზრუნველყოფს მშენებლობის მენეჯმენტის მომსახურებას სხვადასხვა სექტორში, რათა დაეხმაროს კლიენტებს პროექტების წარმატებით დასრულებაში.

ჩვენ გთავაზობთ მშენებლობის მართვის სერვისებს, რომლებიც მოიცავს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპს, კონცეფციის და პროექტის ჩამოყალიბებიდან შესყიდვის, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანისა და პროექტის ჩაბარების ჩათვლით.

ჩვენი სერვისები შექმნილია თქვენი კონკრეტული პროექტის მოთხოვნების შესაბამისად და მორგებული იქნება თქვენი პროექტის სტრუქტურის გათვალისწინებით.

PBS პროექტის მენეჯერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის კლიენტებთან, მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა უზრუნველყონ თქვენი პროექტის დროულად დასრულება, ბიუჯეტისა და ხარისხის გათვალისწინებით. ჩვენი გუნდი უზრუნველოფს თქვენი პროექტის სრულყოფილ მართვას, პროდუქტიულ და ეფექტიან შედეგებს.

ჩვენი როლი, როგორც პროექტის მენეჯერისა, იმაში მდგომარეობს, რომ კლიენტებისთვის სანდო და საიმედო პარტნიორები ვართ, ვინაიდან გვაქვს ადეკვატური კომუნიკაციის უნარი და ღიად ვთანამშრომლობთ ყველა მომხმარებელთან. პროექტის წარმატება და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

პროექტის ტექნიკური ზედამხედველობა

PBS მშენებლობის ზედამხედველობისა და მონიტორინგის სერვისების სანდო მომწოდებელია, რასაც უზრუნველყოფს დროულად, ბიუჯეტის გათვალისწინებით, უსაფრთხოდ და მაღალხარისხიანად. ჩვენ ვასრულებთ კოორდინატორის როლს პროექტის დამკვეთს, ძირითად კონტრაქტორსა და მომწოდებელს შორის.

PBS გთავაზობთ ექსპერტულ სამშენებლო მონიტორინგს, რომელიც შემუშავებულია თქვენი პროექტის წარმატებისათვის. თქვენი პროექტის მოცულობა და ადგილმდებარეობა ჩვენთვის წინაღობას არ წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ და მოგახმაროთ ჩვენი მრავალმხრივი გამოცდილება მშენებლობის ყველა ეტაპზე.

ჩვენი კვალიფიციური პერსონალი ეფექტიანად მართავს და ზედამხედველობას გაუწევს თქვენს სამშენებლო პროექტს, ასევე, უზრუნველყოფს, ხელშეკრულების პირობების დაცვას. საპროექტო პირობები, ჩვეულებრივ, ეფუძნება სამშენებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ სტანდარტებს, რომელთა შორისაა,  კონსულტანტ ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაციის FIDIC-ის სახელშეკრულებო პირობების სხვადასხვა ვერსია.

ხარჯთაღრიცხვა

პროექტის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ასრულებს როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტის, ისე პროექტის გზამკვლევის ფუნქციას, ბიუჯეტირების ეტაპიდან დაწყებული, საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციითა და მომსახურების შედეგებით დამთავრებული.

PBS-ის მიერ შემოთავაზებული მომსახურება გულისხმობს კარგად შედგენილ საპროექტო ბიუჯეტსა და მონაცემებზე დაფუძნებულ სამშენებლო რეკომენდაციებს. ხარჯაღმრიცხველთა ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ სამუშაოთა მოცულობის დეტალურ, წინასწარ გაანგარიშებას, აგრეთვე, პროექტირებისა და მშენებლობის ყველა ფაზის განფასებას. ჩვენი შეფასებითი მიდგომაა ისტორიული და მიმდინარე სამშენებლო ხარჯების მონაცემთა ბაზების შენარჩუნება, შრომის, მასალების, აღჭურვილობისა და ქვეკონტრაქტორების ჩათვლით.

პროექტის მოცულობის, დროის, ხარჯების, ხარისხისა და შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრითა და ანალიზით, PBS თითოეული პროექტისთვის, მშენებლობის თითოეულ ეტაპზე, ზუსტად აფასებს მშენებლობის ხარჯებს. ჩვენ ვიყენებთ აღრიცხვის უნიკალურ სისტემას, რომელიც სპეციალურად ჩვენი კლიენტების საჭიროებებს პასუხობს. ჩვენი გამოცდილება თქვენთვის საჭირო შედეგების წინაპირობაა.